Tuesday, October 30, 2018


ყურადღება!

სსიპ ტახტისძირის საჯარო სკოლაში იწყება ,,საწრეო მუშაობა’’ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
რომელსაც უხელმძღვანელებს პედაგოგი : თამარ  ლომიძე


             დაინტერესებულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა საწრეო მუშაობაში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადებით მიმართონ სიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ:ტახტისძირის  საჯარო სკოლის დირექციას.
 
   განცხადების ფორმა

                                                                           
სიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის დირექტორს 
                                                                         
ქალბატონ მაია ახალკაცს
                                                                         
ამავე სკოლის---კლასის მოსწავლის----------
                                                                           
მშობლის--------------------------------




გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა



      გთხოვთ ჩემი შვილი  -----------   ----------------- ჩარიცხოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლის ი.ს.ტ.-ის საწრეო მუშაობაში

                                                          პატივისცემით:                -----------

                                                                                                         /
თარიღი/

                                                 

  წრის წესდება:
1.  
წრეზე ჩარიცხვა ხდება სკოლის  და მშობლის განცხადების საფუძველზე დირექტორის მიერ  წრის ხელმძღვანელის თამარ ლომიძესთან შეთანხმებით .
2.  
წრის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას წრის შინაგანაწესი
3.  
წრეზე მუშაობისას უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული
4.  
სკოლაში ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას ი.ს.ტ-ის სწავლით,  ამიტომ თითოეული წრის წევრის მუშაობა იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით
5.
წრეზე მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოელ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებლი ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრე მუშაობისათვის.
6.
წრის მუშაობის დასასრულს მოეწყობა დიდი პრეზენტცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას საგნის სწავლით.



განაცხადის ფორმა ი.ს.ტ.-ის  წრის გაწევრიანების
მსურველთათვის

სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––
კლასი: –––––––––––––––––––
მისამართი, ტელეფონი  ან ელ.ფოსტა: ––––––––––------------------
ჩემი ინტერესები: –––––––––––––
რას მოველი წრის  საქმიანობისგან ? : ––––––––––––-----------------------------------------------------------------------------------
თარიღი: –––––––––––––
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის სახელწოდება:
  
 ,,ისტ.ტექნოლოგიები და XXI საუკუნე''


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის 
 სამუშაო  პროგრამა/განრიგი 


წრის  სახელწოდება:    „ისტ.ტექნოლოგიები და XXI საუკუნე“
წრის ხელმძღვანელი:    თამარ ლომიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  tamrikolomidze@gmail.com

სკოლა: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ.ტახტისძირის საჯარო სკოლა

მიზნობრივი ჯგუფი: V-VI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 6.

წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.

მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი. შევქმნით ბლოგს სადაც აისახება წრის მუშაობა.

წრის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრი, სულ 25 შეხვედრა,პირველ სემესტრში 12,მეორეში 15 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.










ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა

2018–2019 სასწავლო  წელი


მეცადინეობის  ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი

დაწყების დრო:1330

I სემესტრი

თარიღი
თემის  დასახელება
1
6.11.2018
საორგანიზაციო საკითხები.წრის მიზნის გაცნობა.ქცევის წესების შემუშავება.
წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.
2
9.11..2018
ტექსტური რედაქტორის გამოყენება ტექსტის ფორმატირება:  ფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;
3
13.11.2018 წ
გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ფორმულების გავრცელება უჯრაში.ტექსტის,ფორმულების და ფიგურების დაჯგუფება.
4
16.11.2018 წ
ბუკლეტების დამზადება,ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა , სკანირება,ქსეროქსი.
5
21.11.2018 წ
მეხსიერების ბუფერი და მისი გამოყენება;
მართლწერის შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება;
6
27.11.2018 წ
დოკუმენტში Smart Art ფიგურების გამოყენება,მასში ფოტოების და ტექსტების ჩასმა.
7
30.11.2018წ    
   კომუნიკაცია და საკომუნიკაციო საშუალებები;
  ü  ინტერნეტი;
ü  საბავშვო ბრაუზერის გამოყენება.
8
4.11.2018წ     
   ინტერნეტ-ტროლინგი.
     ვიდეოჩვენება.
     ფოტო და თეოროული მასალა პრეზენტაციის ჩვენებით.
9
7.12.2018წ
ინტერნეტ-ჰაკერები.
        ვიდეოჩვენება.
     ფოტო და თეოროული მასალა პრეზენტაციის ჩვენებით.

10
11.12.2018წ
ვიდეოგაკვეთილი კიბერუსაფრთხოების შესახებ
11
14.12.2018 წ
  პროექტი: ფაილის ტიპების და მისი გაფართოების შესახებ. მათი განმარტებების განთავსება ფორმატზე.
12
18.12.2018წ
          საახალწლო  მოსაწვევი ბარათის დამზადება ინტერნეტის გამოყენებით.