ინსტრუქციები და დავალებები

პრაქტიკული სავარჯიშოები

                                                     N1 გაკვეთილი
  • გავეცანით წრის მიზანს და შესასწავლ თემებს.შევადგინეთ ქცევის წესები და გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილას.
N2  გაკვეთილის ინსტრუქცია
·        ავიღოთ განივი ფურცელი.
·        ტექსტი აკრიფეთ შემდეგი მითითების მიხედვით:
·        ტექსტს დაურთეთ კოლონტიტული,მარჯვენა მხარეზე ნუმერაციის მაჩვენებლით და ამასთანავე წყლის ნიშანი Word 2016,მას მიეცით ყვითელი ფონი,იასამნისფერი კონტურით 1. ½ პარამეტრებით.
·        ფურცელს მიეცით მწვანე ფონი.
·        კოლონტიტულზე სათაური დავწეროთ 28 შრიფტის ზომით,დახრილი,ქვეშგასმული კლაკნილი ხაზით.ტექსტი უნდა იყვეს ცენტრალური სწორებით.Word-ის ფოტო გადმოვიწეროთ ინტერნეტიდან და დავსვათ ფურცლის მარცხენა კუთხეში,ზომა სიგრძე 1.89,სიგანე 2.
·        სათაური დავწეროთ შავი შრიფტით,გავამუქოთ,ზომა 36pt,ჩავსვათ სათაური სამმაგ ჩარჩოში.
·        ტექსტი ავკრიფოთ შრიფტის  ზომა 16pt.
·        ფურცლის პარამეტრები ყველა  მხრიდან ავიღოთ 1,7 ზომა.სააბზაცო შეწევა 1.

დავალება








N3  გაკვეთილის ინსტრუქცია
·        ავიღოთ განივი ფურცელი
·        სათაური დავწეროთ : ზომა 18pt,ტექსტის ფერი  წითელი, ქვეშხაზგასმა ორი ხაზით,ფერი ლურჯი.
·        დედამიწის ფოტო მოვიძიოთ ბრაუზერის საშუალებით და ჩავსვათ დოკუმენტში .
·         Text box-ში ჩავსვათ ტექსტები და ფორმულები,ფონი მივცეთ ნარინჯისფერი,ტექსტის ფერი შავი,ზომა 11 pt.
·        ვისწავლოთ ფორმულების ჩასმა Equalation ფუნქციიდან.
·        Text box- ში ჩაწერილი ინფორმაცია დავაკავშიროთ ისრებით დედამიწის მოდელთან.
·        ყველა მონაცემი:ტექსტები,ფორმულა,ისრები და დედამიწის ფოტო დავაჯგუფოთ და მოვაქციოთ ყველა ერთ ჯგუფში.





დავალება






N4  გაკვეთილის  ინსტრუქცია

  • ავიღოთ გრძივი ფურცელი.
  • სათაური დავწეროთ Bold,18pt ზომის და ჩავსვათ სამმაგ ჩარჩოში.
  • Shapes-ს მენიუდან მოვძებნოთ Bevel ფიგურა და ამ ფიგურაში ჩავსვათ ტექსტი,ზომა 14 pt.
  • ინტერნეტიდან მოვიძიოთ ორი სმაილიკის სურათი,და პრინტერის ფოტოები:ჭავლური,მატრიცული და ლაზერული.ჩავსვათ დოკუმენტში და ზემოდან დავაწეროთ შესაბამისი სახელები,ეს სახელები ჩავსვათ Text Box-ისჩარჩოში.
  • Word-ის მეორე ფურცელზე დავიტანოთ ჯეკ სენტ-კლერ კილბის ფოტოსურათი და მისი ბიოგრაფიული ცნობები,ვიკიპედიიდან მოძიებული.ტექსტის ზომა 12pt ავიღოთ.ჯეკის ფოტოს გვერდით დავსვათ ფოტო იმ პრინტერის,რომელი პრინტერიც მან გამოიგონა.



დავალება






N5  გაკვეთილის   ინსტრუქცია


  • სათაური დავწეროთ ცენტრალური სწორებით,ზომა 20pt და ჩავსვათ ჩარჩოში.
  • ფურცელს მივცეთ ყვითელი ფონი და გავუკეთოთ სამმაგხაზიანი ჩარჩო.
  • ტექსტი ვწეროთ ზომა 11pt.
  • წითლად დაწერილი სიტყვები ტექსტში დავაკოპიროთ და მათ გამოსაყენებლად ტექსტის სხვა ადგილებში უკვე გამოვიყენოთ მეხსიერების ბუფერი.
  • ინტერნეტიდან მოვიძიოთ ბილ გეითსის  და ტიმ ბერნერს-ლის ფოტო და ჩავსვათ დოკუმენტში ისე,რომ ტექსტი გარს უვლიდეს მას.
  • გადმოწერილ ფოტოებს გავუკეთოთ ჩარჩო
  • ასევე ჩავსვათ წყლის ნიშანი წარწერით ,,ინტერნეტის ფუძემდებლები’’ და მივცეთ შავი ფონი.მივცეთ ჰორიზონტალური მდგომარეონა და დავსვათ დოკუმენტის მარცხენა საზღვარზე ტექსტსა და ჩარჩოს შორის.

დავალება



                                                  



N6  გაკვეთილის   ინსტრუქცია
  • ავიღოთ A4 ფურცელი და მივცეთ იასამნისფერი ფონი.
  • გავუკეთოთ ჩარჩო კუბიკის ნახატებით,ზომით 31pt და ჩარჩოს მდებარეობის პარამეტრებზე მივუთითოთ ოთხივე საზღვარზე ციფრი - 0.
  • სათაური დავწეროთ Word Art ფუნქციიდან,ორმაგი ჩარჩოს ფონით და დავაფორმატოთ,შიდა ფონი ყვითელი,ხოლო გარედან მოხაზულობა ასოების შავი ფონით გავაკეთოთ.
  • ინტერნეტიდან მოვიძიოთ და გადმოვიწეროთ ფოტოები:სისტემური ბლოკი,დედა პლატა,პროცესორი,ოპერატიული მეხსიერება,მყარი დისკი,კვების ბლოკი.
  • Smart Art ფუნქციიდან ავიღოთ Horizontal Picture List ჩარჩო,სადაც ჩავსვავთ სისტემური ბლოკის სურათს და გვერდით მივუწერთ სახელწოდებას.
  •  მეორე ეტაპზე Smart Art ფუნქციიდან ავირჩიოთ Vertical Picture List და აქ ჩავსვათ სურათები,კერძოდ ხუთივე კომპონენტი,სისტემური ბლოკის შემადგენელი ნაწილები და გვერდით ტექსტის არეში მივუწეროთ მნიშვნელობები.

დავალება



N7  გაკვეთილი
  • გავეცანით ინტერნეტის სახეებს,ბრაუზერებს და მათ სერვისებს.შევასწავლე გუგლი თარჯიმნის და გუგლი რუკის აქტიურად გამოყენება.ვასწავლე გაფართოებული ძიების პარამეტრების გამოყენება.
  • ამ ყოველივეს შესახებ მოვაძიებინე მათ ვიკიპედიაში ინფორმაცია და ფოტო-მასალები და გავაკეთებინე პრეზენტაცია.


N8  გაკვეთილი
  • გავაცანი ინტერნეტ-ტროლინგის მნიშვნელობა მოსწავლეებს,ვუჩვენე მათ პრეზენტაცია ტექსტებით და ფოტო-მასალით დაამასთანავე ვუჩვენე 5 წუთიანი ვიდეო რესურსიც.
  • ამ ყოველივეს შესახებ მოვაძიებინე მათ ვიკიპედიაში ინფორმაცია და ფოტო-მასალები და გავაკეთებინე პრეზენტაცია.

დავალება


წრის მე-9 შეხვედრა

  • გაკვეთილის თემა გვქონდა - ჰაკერები.გავაცანი მისი მნიშვნელობა მოსწავლეებს,თუ რას ნიშნავდა,ვუჩვენე მათ პრეზენტაცია ტექსტებით და ფოტო-მასალით დაამასთანავე ვუჩვენე 5-5 წუთიანი 2 ვიდეო რესურსიც.
  • ამ ყოველივეს შესახებ მოვაძიებინე მათ ვიკიპედიაში ინფორმაცია და ფოტო-მასალები და გავაკეთებინე პრეზენტაცია.




წრის მე-10 შეხვედრა

  • გაკვეთილის თემა გვქონდა - კიბერუსაფრთხოება.გავაცანი მისი მნიშვნელობა მოსწავლეებს,თუ რას ნიშნავდა,ვუჩვენე მათ პრეზენტაცია ტექსტებით და ფოტო-მასალით და ამასთანავე ვუჩვენე 5 წუთიანი და 2წუთიანი  2ვიდეო რესურსიც.
  • ამ ყოველივეს შესახებ მოვაძიებინე მათ ვიკიპედიაში ინფორმაცია და ფოტო-მასალები და გავაკეთებინე პრეზენტაცია.




წრის მე-11 შეხვედრა

  •  გაკვეთილის თემა იყო :ფაილის ტიპები და მისი გაფართოებები.
  • გაკვეთილზე განვიხილეთ ფაილური ტიპის პიქტოგრამები,მათი დანიშნულება.ასევე განვიხილეთ ამ ფაილების გაფართოებები,რომელსაც ავტომატურად ამატებს კომპიუტერში ოპერაციული სისიტემა.კომპიუტერში კონტექსტური მენიუს გამოძახების საშუალებით დავათვალიერეთ ამა,თუ იმ ფაილის ტიპის გაფართოება.შემდეგ ჩვენი პროექტისთვის ფაილური ტიპების შესახებ ტექსტური ვერსია ამოვბეჭდეთ კომპიუტერიდან,გავაფორმეთ,გამოვჭერით და დავაკარით ფორმატის ფურცელზე.შესრულებული ნამუშევარი გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილზე
                                                      



წრის მე-12 შეხვედრა

  • გაკვეთილის თემა გვქონდა - საახალწლო მოსაწვევი ბარათის დამზადება.ვასწავლე მოკლე ტექსტის დაწერა,გაფორმება მისი ჩარჩოში ჩასმა და გადამრავლება,ერთ ფურცელზე სამი-ოთხი მოსაწვევის განთავსება მოვახერხეთ.
  • საახალწლო მოსაწვევისთვის გასაფორმებლად ფოტოები მოვაძიებინე მოსწავლეებს ინტერნეტიდან.
  • ამასთანავე ვუჩვენე ჩემს მიერ მომზადებული ინსტრუქციის ნიმუში მოსწავლეებს,რათა გაადვილებოდათ მოსაწვევის დამზადება.

No comments:

Post a Comment