საწრეო მუშაობის რეფლექსია
წრის სახელწოდება:„ისტ ტექნოლოგიები და XXI საუკუნე“
2019 წლის 20 თებერვალს ბლოგზე
http://tamri999.blogspot.com განვათავსე განცხადება და წრის წესდება,რომ ტახტისძირის საჯარო
სკოლაში იწარმოებდა უფასო საწრეო მუშაობა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
5-6 კლასის მოსწავლეებისთვის და დაინტერესებულ მოსწავლეებს და მშობლებს შეევსოთ განაცხადი.აქვე
მითითებული მქონდა წრის მიზანი,წესდება,აქტუალობა და სამუშაო გეგმა.ბლოგი გავაზიარე
სკოლის ფეისბუქით https://www.facebook.com/taxtisdziris.sajaroskola , მშობლებმა და მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი
აღნიშნულ წრეში ჩასართავად და მათ შეავსეს განაცხადი.
საწრეო მუშაობა განვაახლე 26 თებერვლიდან.მუშაობაში
ჩაერთო მეხუთე კლასის ორი მოსწავლე და მეექვსე კლასის 4 მოსწავლე(ორივე კლასიდან მოსწავლეთა
სრული რაოდენობა).მოსწავლეებს ვამუშავებდი წყვილეში სამ კომპიუტერთან.ვაძლევდი ჩემს
მიერ შემუშავებულ პრაქტიკულ დავალებებს და ინსტრუქციებს,რომელსაც პროექტორით ვუჩვენებდი
ეკრანზე.სულ ჩავატარეთ ცამეტი გაკვეთილი,რომელსაც კვირაში ორჯერ ვატარებდი სამშაბათობით
და პარასკევობით.გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენდა ერთი საგაკვეთილო საათს და იწყებოდა
1330 წთ-ზე.
პირველი გაკვეთილი კროსვორდის შედგენით,
ვასწავლე თუ როგორ შეიძლებოდა ტექსტურ რედაქტორში ცხრილების გაკეთება ისე ,რომ შეგვეტანა
შიგ მონაცემები და მიგვეცა კროსვორდის სახე..
შემდეგი გაკვეთილები დატვირთული
მქონდა ვიდეო ჩვენებებით,პრეზენტაციებით,პრაქტიკული
მუშაობებით,პროექტზე მუშაობით და რესურსის შექმნით.აქტივობები იყო მეტად სახალისო.მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში.საწრეო მუშაობის ბოლო შეხვედრა გვქონდა 3 მაისს დაა დავასრულეთ რესურსის შექმნით,კერძოდ
მიმოვიხილეთ განვლილი მასალა,შევაჯამეთ და შევქმენით კითხვარი,რომლის პასუხებიც ავაწყვეთ
დიდ ფორმატზე კროსვორდის სახით.
ყოველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ ბლოგზე
ვტვირთავდი ჩატარებული გაკვეთილის ფოტო-მასალას.
ყოველი გაკვეთილისთვის ვიძიებდი სხვადასხვა
წყაროებიდან,ისტ ლიტერატურიდან,ინტერნეტიდან - თეორიულ,ვიდეო და ფოტო მასალებს,ვაკეთებდი
საინტერესო პრეზენტაციებს,ვმართავდით დისკუსიებს.მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი
და ნაყოფიერი იყო ეს აქტივობები,ისინი ამ პროცესში ხალისით იყვნენ ჩართულნი. ჩემს მუშაობას
ვაფასებ დადებითად.ვთვლი რომ ყველა თემა ,რომელიც განვიხილეთ იყო აქტუალური და მოსწავლეებს
მისი ცოდნა და გამოყენება ნებისმიერ დროს დასჭირდებათ
რეალურ ცხოვრებაში.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
მასწავლებელი:თამარ ლომიძე
No comments:
Post a Comment